leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მიქაუტაძე „ჯვაროსნების“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში დაწინაურდა

მონტენეგროს ნაკრებთან მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა – ფრანგული „მეცის“ ლიდერის თქმით, გამარჯვებამ და გოლმა დადებითი ემოციები შემატა.

„დადებითი ემოციები გვაქვს. გამარჯვებით და გატანილი ბურთით გახარებული ვარ. შეგვიძლია, უკეთესად ვითამაშოთ. თურქეთთან თამაშამდე მოსამზადებლად ერთ კვირაზე მეტი გვაქვს და ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ.

საკლუბო სეზონის შემდეგ 2-3 დღე დავისვენე და შეკრებაზე ჩამოვედი, რათა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დავეხმარო“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა.

საფრანგეთში გაზრდილმა მიქაუტაძემ საქართველოს მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულ გუნდში 25 მატჩი ჩაატარა, მონტენეგროსთან კი „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში მეათე გოლი გაიტანა.

ამ მაჩვენებლით გიორგი მიქაუტაძემ მიხეილ ყაველაშვილს (9 გოლი) გადაასწრო, ჯაბა კანკავას გაუთანაბრდა და „ჯვაროსნების“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში დაწინაურდა.

ასევე იხილეთ