top_leaderboard
left_sabechdi

ბრიტანეთის საელჩო: გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

„ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

ასევე იხილეთ