top_leaderboard
left_sabechdi

ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამს ეწვევა. ინფორმაცია თავდაპირველად მედიამ გაავრცელა, მოგვიანებით კი ფხენიანში რუსეთის ელჩმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ვიზიტისთვის სამზადისი მართლაც აქტიურად მიმდინარეობს.

გავრცელებული ვერსიით, პუტინი ჯერ ფხენიანში ჩავა, შემდეგ კი ვიეტნამში.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით სექტემბერში იმყოფებოდა. რაც შეეხება პუტინს, ის ბოლოს ჩრდილოეთ კორეაში 2000 წელს იყო ჩასული.

ასევე იხილეთ