top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები გამომდინარეა თავად საპენსიო ფონდის ეფექტიანობის, მათ შორის, საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად მართვის საჭიროებით

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები გამომდინარეა თავად საპენსიო ფონდის ეფექტიანობის, მათ შორის, საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად მართვის საჭიროებით, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც, კანონპროექტის მიხედვით, 5 მილიარდი დანაზოგი გადადის პრემიერ- მინისტრს დაქვემდებარებულ საბჭოში და ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის ყულაბა.

„რუსული კანონიაო, ხომ არ დაარქვეს უკვე? ხედავენ, რომ მათი ყალბი პროპაგანდა გამჭვირვალობის ქართულ კანონთან დაკავშირებით ვერ შედგა, ახლა ცდილობენ მოძებნონ ახალი თემები. ერთ რამეს მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნებისთვის. თუკი რამე აქვთ საარჩევნოდ სათქმელი მოსახლეობისთვის, გარდა იმისა, რომ არიან მოღალატეები და იტყვიან, რომ ქართველო ხალხო, იქნებ მოღალატეებს რამენაირად მოგცეთ ხმაო, ამის გარდა თუ რამე ექნებათ სათქმელი, უთხრან ქართველ ხალხს.

რაც შეეხება საპენსიო ფონდს, პირველი მოსმენით მსჯელობისასაც იყო ამაზე საუბარი, თუ რა არის საფუძველი, მათ შორის, სხვადასხვა სახის რეკომენდაციები სტრუქტურასთან დაკავშირებით. როდესაც არსებობდა ორი სხვადასხვა საბჭო და ორი ბორდი, ამის გაერთიანება ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომელიც დიდი ხანია, რამდენიმე წელია იყო განსჯის საგანი. ამიტომ, ეს არის გამომდინარე თავად საპენსიო ფონდის ეფექტიანობის, მათ შორის, საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად მართვის საჭიროებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ