top_leaderboard
left_sabechdi

სერგეი ლავროვი: ახალ მსოფლიო წესრიგზე გადასვლას მთელი ეპოქა დასჭირდება და ეკლიანი იქნება, რადგან აშშ ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს

“ახალ მსოფლიო წესრიგზე გადასვლას მთელი ეპოქა დასჭირდება და ეკლიანი იქნება, რადგან აშშ ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ბრიქსის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

“გლობალურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ახალი ცენტრები ჩნდება გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებიდან. ეს ქვეყნები მხარს უჭერენ უფრო სამართლიან ცხოვრების წესს, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობასა და ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას. სანქციების ზეწოლისა და ფინანსური შანტაჟის საშუალებით ისინი ცდილობენ, გავლენა მოახდინონ სუვერენული სახელმწიფოების განვითარების მოდელებისა და სავაჭრო პარტნიორების არჩევაზე. დასავლეთი არ ერიდება ძალის გამოყენებას. ყველამ იცის მაგალითები”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

ასევე იხილეთ