leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტი ვერ დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ის საქართველოს არ წარმოადგენს

პრეზიდენტი ვერ დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ის საქართველოს არ წარმოადგენს, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში.

„რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, სხვა დროსაც ვთქვი და ვიმეორებ, რომ მისი კერძო მოგზაურობები ჩემი ინტერესის სფერო არ არის. მნიშვნელოვანია, რომ გაირკვა, რომ პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს. შესაბამისად, ის ვერ დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ის საქართველოს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გუშინ გაემგზავრა. ის დღეს, 28 თებერვალს Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება.

ასევე იხილეთ