leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ხაბეიშვილის გადადგომა სააკაშვილის გადაწყვეტილებაა

“ხაბეიშვილის გადადგომა სააკაშვილის გადაწყვეტილებაა, ხაბეიშვილი ამბობდა, რომ მისი არჩევა სააკაშვილის გათავისუფლების პროპორციული იყო, რაც ჰაერში გამოეკიდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.”

“ბოკუჩავაც და ხაბეიშვილიც არიან ცოტა ისტერიულები და პოპულისტები, მაგრამ ბოკუჩავამ უცხო ენა იცის, რაც ხაბეიშვილმა არ იცის. მგონი, მათ შორის სხვაობა ესაა და კიდევ ის ქალია, ეს კაცი. დანარჩენი, მათ შორის სადიზმის გამართლება, რაც მათ პარტიას ახასიათებს, ერთი და იგივეა. ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის მიერ მიღებულია, რადგან ხაბეიშვილი ამბობდა, რომ მისი თავმჯდომარედ არჩევა სააკაშვილის გათავისუფლების პირდაპირ პროპორციული იყო, ეს ჰაერში გამოეკიდა და შესაძლოა, სააკაშვილს ამაზეც ჰქონდეს პრეტენზია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ