top_leaderboard
left_sabechdi

ბექა დავითულიანი: ფაქტია, რომ ევროპელების დიდ ნაწილს არ მოსწონს ის ყოფა, რომელიც დღეს არსებობს

“ევროპარლამენტის შიდა ძალთა ბალანსში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, უბრალოდ გაძლიერდნენ ულტრამემარჯვენე ძალები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, “ფაქტია, რომ ევროპარლამენტის არჩევნებზე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში გამოიკვეთა ტრენდი, რომ მემარჯვენე კონსერვატიული ძალები ძლიერდებიან”.

ეს ტრენდი როგორც ჩანს, ევროპაში არის. იმაზე მსჯელობა, თუ რატომ ხდება, შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპელების დიდ ნაწილს არ მოსწონს ის ყოფა, რომელიც დღეს არსებობს იმ ფორმით რა ფორმითაც არსებობს. ფაქტია, ასევე ის, რომ ევროპარლამენტის შიდა ძალთა ბალანსში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, უბრალოდ გაძლიერდნენ ულტრამემარჯვენე ძალები, მაგრამ ეს არსებითად არ შეცვლის ევროპარლამენტის კონსტრუქციას. დანარჩენი ვნახოთ. არის სამუშაო. ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს და სადღაც გადავიკვეთებით. იმედი მაქვს, რომ ეს გადაკვეთა მოხდება საბოლოო ჯამში ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს სრული ინტეგრაციით,”– განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა „ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, „მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” (ID) – 73 და 58 მანდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

ასევე იხილეთ