ბონდო ქურდაძე: ადამიანს ინტელექტი ყოველთვის კარნახობს, გაემიჯნოს იმას, რაც გუშინ მისაღები იყო, დღეს მიუღებელი
გაზეთ „შანსის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ლ ე ვ ი ლ შ ი-დ ა ვ ბ რ უ ნ დ ი !მადლობა ჩემს ზალიკო სულაკაურს, გაზეთ „შანსის” სახეს და საქართველოს ნომერ პირველ კარიკატურისტს, მადლობა ჩემს უცნობ დაიკოს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მადლობა ჩემს ემიგრანტ ძმას, პაატა ხარაიშვილს, მადლობა-ოჯახს, ნათელი ჩემს ძმას, თამაზ მეჭიაურის სულს, მადლობა იმისთვის, რომ ლევილში დავბრუნდი(!!!)….
ზალიკოთი დავიწყებ, შორეულ 1995 წელს, რუსთაველზე, უცნობ კარიკატურისტს წავაწყდი, ფანქრის ერთი მოსმით, წუთებში საოცრებებს ქმნიდა, გავქვავდი, თვალს ვერ ვწყვეტდი ამ საოცარ კაცს… წამოდი ჩემთან, ხელმკლავი გამოვდე და იქვე გაზეთ „შანსის” რედაქციაში ავიყვანე…
– გინდა, „შანსის” მთავარი მხატვარი გახდე?!.. – ამაზე ვერც ვიოცნებებდი, – იყო პასუხი და ზალიკო „შანსის” სახედ იქცა(!)… მისი ფანქრიდან მხოლოდ სიყვარულის იუმორი ცვიოდა, სიძულვილსა და ბოროტებას ვერსად ვერ ნახავთ მის ნახატებში, იმას, რითიც წამლავენ ქვეყანას ვითომ თავისუფალი ტელეარხების „იუმორისტები” … ჰოდა, ასეთმა კაცმა დამირეკა, პარიზში მოვდივარ, ლევილში უნდა ვხატო, ჩვენი ემიგრანტები და შენი ჩახუტება მინდა, ჩემო ძამიკოო(!)…. თამაზ მეჭიაური მირეკავს რამდენიმე წლის წინ, „პარიზში მოვფრინავ, ერთი თხოვნა მაქვს, ლევილში ამიყვანე…”. ქართული ღვინო ამოიღო, ქართული მამულის დასალოცად, ჟორდანიას ქალიშვილი გამოვარდა კივილით, არ გაგვახსნევინა სასმისი(!)… ქართველი ემიგრანტების სასაფლაოზე ავეთით და იქ წავუქციეთ ჭიქა მამულისშვილებს…კიდევ ერთხელ ბოდიში შენს ლამაზ სულს იმ სხვათა უტაქტო საქციელისთვის, ჩემო მეგობარო(!).. პაატა ხარაიშვილი, „სასწრაფო დახმარება(!)…” ჩემი ემიგრაციის ერთგული მეგობარი, ქორივით აცხრება ნაცსექტას, იმათ, ვინც კორტნას აპირებს და კუდამოძუებული ტურებივით ფანტავს… საპირწონედ, თან ჰყვება ჩემს სტუმრებს, იმათ, ქვეყნის ტკივილი რომ სტკივათ…გენაცვალე, ჩემო პაატა, ოთხი შვილის მამავ, გუშინ ერთად ვნახეთ ლევილში ნამდვილი საქართველო, ნაცური სისინის გარეშე(!).. მადლობა ჩემს ოჯახს, მეუღლესა და შვილებს, ყოველთვის ჩემ გვერდით იდგენ, თავისუფლების გვერდით, მათ ეამაყებოდათ ჩემი თავგაწირვა, შორეულ 1988 წლის ნოემბერს, როდესაც საბჭოთა პრესას საყოველთაო გაფიცვისაჯენ მოვუწოდებდი, მადლობა იმისთვის, ფრთებს, რომ ავარჯიშებენ საქართველოში გადმოსაფრენად, ფრანგული განათლებით(!)… „პარდონ”, ეტიკეტი დავარღვიე და ბოლოსთვის შემოგიტოვეთ, ქალბატონო მინისტრო, გუშინ ლევილში რომ ყოფილიყავით, აუცილებლად ხელზე გეამბორებოდით…. 5 წელი არ გავკარებულვარ აქაურობას, მას შემდეგ, რაც 26 მაისს სცენიდან ჩამოაგდეს საქართველოს მაოხრებელი პარტიის არამოსიყვარულე, 80 წლის მოხუცი, რადგან მამულში მხოლოდ ნაცების მეხოტბეები ბოგინობდენ(!!!)… „ოთარაანთ ქვრივს” გავხართ, რკინის ქალბატონო, ლევილს სიყვარული მიეცით, რაც ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ აღარ ჰქონია… გუშინ ერთმანეთს ვეფერებოდით სრულიად უცნობი ადამიანები, იყო სიყვარული და სამშობლოს ღირსების უდიდესი გრძნობა(!)…ცხოვრება წინ მიდის, ადამიანს ინტელექტი ყოველთვის კარნახობს, გაემიჯნოს იმას, რაც გუშინ მისაღები იყო, დღეს მიუღებელი(!)… ასევე პერსონების გადაფასების, ლანძღვის და გინების გარეშე(!)..”