ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ენტონი ბლინკენი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ წინადადებას განიხილავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდება.