leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვიქტორ ორბანი: ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი მარჯვნივ და მშვიდობისკენ გადაიხარა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტში არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

„უნგრეთისა და ევროპის გუშინდელი არჩევნების გზავნილი ნათელია:

1. უნგრეთის დემოკრატია ძლიერია. ჩვენ დავაფიქსირეთ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა უნგრეთის ევროპულ არჩევნებში – 59.3%.

2. უნგრელები რეკორდული რაოდენობით გამოვიდნენ მშვიდობისთვის ხმის მისაცემად. არასდროს არ მიუცია ამდენ ხალხს ხმა Fidesz-სთვის ევროპულ არჩევნებზე. ამით ჩვენ მივაღწიეთ ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს ევროპაში.

3. ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი მარჯვნივ და მშვიდობისკენ გადაიხარა.

ჩვენ ამ შედეგებს დავეყრდნობით უახლოეს თვეებში ჩვენი მიზნების მისაღწევად მაშინ, როდესაც უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე იხილეთ