leaderboard_below_slide
left_sabechdi

17 ივნისს სომხეთის პარლამენტი მთავრობის გადადგომის საკითხზე იმსჯელებს

17 ივნისს სომხეთის პარლამენტი (ეროვნული კრება) რიგგარეშე სხდომას გამართავს, რომელზეც მთავრობის გადადგომის საკითხზე იმსჯელებს. შესაბამის ბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა მოაწერა ხელი.

„მთავრობის გადადგომის და ახალი მთვრობის ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ“ დადგენილების პროექტის ავტორები არიან ოპოზიციური ფრაქციები „სომხეთი“ და „პატივი მაქვს“.

სხდომა 17 ივნისს, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე დაიწყება. სომხეთის ოპოზიცია პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს და მის მთავრობას ქვეყნის სუვერენული ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.

ასევე იხილეთ