left_sabechdi

ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის აღდგენის სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის აღდგენის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მუსტაფა ნაიემმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

მუსტაფა ნაიემის თქმით, გადადგომიზ მიზეზი ხელისუფლებასთან უთანხმოებაა.

„გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე სისტემური დაბრკოლებების გამო, რაც ხელს უშლის ჩემი უფლებამოსილების ეფექტურად შესრულებას“, – აღნიშნა მუსტაფა ნაიემმა.

მან აღნიშნა, რომ მისი გუნდი 2023 წლის ნოემბრიდან მუდმივად ხელოვნური დაბრკოლებების წინაშე იდგა.

„მე ვაცნობიერებ, რომ რესურსები შეზღუდულია. ვაცნობიერებ სამხედრო ხარჯების მნიშვნელობას. მაგრამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისთვის თანხების გაუქმება აუცილებლად იმოქმედებს, პირველ რიგში, თავდაცვითი მნიშვნელობის გზების მდგომარეობაზე და, შედეგად, სამხედრო ლოგისტიკაზე. თუ ეს არ შეიცვლება, მომავალ წელს სამხედრო ლოგისტიკისა და პროდუქციის ექსპორტის კუთხით რთული სიტუაციის წინაშე დავდგებით“, – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ნაიემმა გააკრიტიკა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი, რომელმაც მას უარი უთხრა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე გამგზავრების შესაძლებლობაზე.

ასევე იხილეთ