left_sabechdi

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც მალავის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც მალავის ვიცე-პრეზიდენტი საულოს ჩილიმა იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

მალავის თავდაცვის ძალების ცნობით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც საულოს ჩილიმა და კიდევ 9 ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან მას შემდეგ გაქრა, რაც დედაქალაქ ლილონგვედან აფრინდა.

მას შემდეგ, რაც საავიაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ბორტთან კავშირის დამყარება ვერ შეძლეს, მალავის პრეზიდენტმა, ლაზარუს ჩაკვერამ საძიებო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.

თვითმფრინავი მალავის ჩრდილოეთ ნაწილში, მზუზუს აეროპორტში უნდა დამჯდარიყო.

ასევე იხილეთ