left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: პრემიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პოლიტიკას უკრაინისადმი

“პრემიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პოლიტიკას, დამოკიდებულებას უკრაინისადმი”, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში.

„პრემიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პოლიტიკას, დამოკიდებულებას უკრაინისადმი. არც ერთხელ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ინტერესებს დაუპირისპირდებოდა. ჰუმანიტარული დახმარება, პოლიტიკური დახმარება, სასამართლოზე, მათ შორის, ჰააგის ტრიბუნალისადმი მიმართვა, იქ ყველგან არის საქართველო.რასაკვირველია, ამ პოზიციის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი, სხვა ქვეყნის ლიდერებთან საუბრები, შეხვედრები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღეს ირაკლი კობახიძე ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე იხილეთ