left_sabechdi

ბექა ოდიშარია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე: ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი

“ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტზე.

„ოპოზიცია, რომელიც გამოდის აზვირთებული ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, გარწმუნებთ, არის დაკავშირებული ამ პროპაგანდასთან. ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და ამიტომ ჩვენ წინ აღვუდგებით ამას. მორალურ პოლიციას ჩვენ არ ვქმნით, ჩვენ შორს ვართ ამისგან. სამაგიეროდ, ძალიან ახლოს და მჭიდროდ ვართ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტთან და ამის გარანტია იქნება „ქართული ოცნება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ