კასპის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილის, 50მ3 სიდიდის ავზის, საქლორატოროს და შიდა ქსელის მოწყობას.
ჭაბურღილის მოწყობის სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.
პროექტს ახორციელებს შპს „G.SERVICE“, რომლის დასრულება უზრუნველყოფს ადგილობრივების სოციალური პირობების გაუმჯობესებას.