left_sabechdi

როგორ უნდა იშოპინგო „ექსტრაზე“

საქართველოს მასშტაბით, ყველაზე დიდი ი-კომერს პლატფორმა extra უკვე 4 წელია, რაც მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებით, ექსკლუზიური შეთავაზებებით, ფასდაკლებებით და საჩუქრებით ანებივრებს.

კომპანიის მისიაა, რომ ადამიანებს ყიდვის საუკეთესო გამოცდილება შეუქმნას.

რატომ „ექსტრა“?

„ექსტრას“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში აღმოაჩენ 150 000-მდე ნივთს და 800-ზე მეტ კომპანიას. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის არ არსებობს შანსი, შენთვის სასურველი ნივთები ვერ აღმოაჩინო.

„ექსტრას“ ერთ-ერთი უპირატესობა უსწრაფესი მიტანის სერვისი – „ექსტრა“ ექსპრესია. შეგიძლია შეიძინო პროდუქტები 6 კატეგორიიდან და ეს ყველაფერი სულ, რაღაც, 35-50 წუთში სახლში გქონდეს.

გარდა ფასდაკლებებისა, „ექსტრაზე“ აღმოაჩენ ნივთებს ყველა კატეგორიაში – თავის მოვლის საშუალებებს, სახლისა და ეზოს ავეჯს, დეკორატიულ ნივთებს, ინდუსტრიულ ხელსაწყოებს, სათამაშოებს ბავშვებისათვის, ტრენაჟორებს, საჩუქრებს მეგობრების და საყვარელი ადამიანისთვის, წიგნებს, მანქანის აქსესუარებს, მუსიკალურ ფირებს, ფირსაკრავებს, სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს, როგორც მსხვილ, ასევე, წვრილ საოჯახო ტექნიკას — მაცივრებს, გაზქურებს, გამწოვებს, სარეცხის მანქანებს, საშრობებს, ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, ბლენდერებს, ჩაიდნებს თუ სხვა.

როგორ უნდა იყიდო სასურველი ნივთი „ექსტრაზე“

შოპინგი შეგიძლია როგორც „ექსტრას“ ვებგვერდზე, ისე აპლიკაციაში.

„ექსტრას“ ინტერფეისი მარტივია და შენთვის სასურველი პროდუქტების მოძებნისას ინფორმაციულ ნაკადში ნამდვილად ვერ დაიკარგები.

ნავიგაცია გიმარტივებს შენთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის მიღებას.

რა ნივთის ან ნივთების ყიდვას აპირებ?

მოძებნე ნივთი შესაბამის კატეგორიაში, სადაც უამრავი ბრედის და მოდელის არჩევანი დაგხვდება. პროდუქტების ჩამონათვალში, მარცხენა მხარეს აღმოაჩენ ფილტრებს, სადაც შეძლებ მაქსიმალურად დაავიწროვო შენთვის საინტერესო პროდუქტის სია:

  • ფილტრებიდან შეძლებ დააყენო შენთვის ხელსაყრელი ფასების დიაპაზონი
  • აირჩევ ბრენდს რომელსაც ენდობი
  • გადახედავ ფასის და ბრენდის მიხედვით გაფილტრული მოდელების დეტალურ აღწერილობებს
  • შეძლებ შეადარო ერთმანეთს სხვადასხვა მოდელები
  • მას შემდეგ, რაც, დეტალური ინფორმაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას მიიღებ, მოათავსე ნივთი კალათაში და დააწკაპუნე ყიდვის ღილაკზე.

„ექსტრაზე“ ყიდვის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება:

  1. ბარათით გადახდა (VISA, Mastercard, AMEX)
  2. პლუს ქულებით გადახდა
  3. ბალანსით გადახდა
  4. 5 ბანკის ონლაინ განვადება
  5. ნაწილ-ნაწილ გადახდა

აქვე, მნიშვნელოვანია იცოდე, რომ „ექსტრაზე“ ისარგებლებ უპროცენტო განვადებით, ხოლო ნაწილ-ნაწილ გადახდის არჩევისას ნივთის ღირებულება 6 თვეზე გადანაწილდება.

„ექსტრა“ ყოველთვის ზრუნავს, რომ ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება შექმნას როგორც უკვე არსებული ისე ახალი მომხმარებლებისთვის.

გამოსცადე ონლაინ შოპინგი „ექსტრაზე“ და შეიძინე ყველაფერი, რაც გაგიხარდება.

ასევე იხილეთ