left_sabechdi

ოლაფ შოლცი: ომი არასდროს უნდა გახდეს ნორმალური მოვლენა

„უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ამ ფორმატში უკვე მესამედ ვხვდებით ერთმანეთს, თუმცა პირველი კონფერენციაა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო”, – ამის შესახებ ოლაფ შოლცმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ომი არასოდეს უნდა გახდეს ნორმა.

„უკრაინელები განაგრძობენ ყოველდღიურ ცხოვრებას, იცავენ სამშობლოს. ამასთან ერთად, დადის მატარებლები, სკოლები აგრძელებენ ფუნქციონირებას, საავადმყოფოებში ტარდება ოპერაციები, ქარხნები კი პროდუქციას აწარმოებენ. თუმცა, ომი არასდროს უნდა გახდეს ნორმალური მოვლენა. უკრაინელები არასოდეს ნებდებიან და სწორედ ამიტომ, დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთი ამ თავდასხმაში წარმატებას ვერ მიაღწევს. უკრაინა მიჰყვება იმ გზას, რომელიც მისმა ხალხმა აირჩია. ესაა დემოკრატია, თავისუფლება, ევროპა. ამ გზაზე ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რათა განვაგრძოთ მუშაობა ძლიერი, თავისუფალი უკრაინის აღდგენისთვის“, – განაცხადა შოლცმა.

ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას მსოფლიო ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრება.

ასევე იხილეთ