left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: უნივერსალური ღირებულებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

“უნივერსალური ღირებულებების დაცვა არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედიც”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

“რადიკალური ოპოზიცია თავს არიდებს იმას რომ დააფიქსიროს თავისი გადაწყვეტილება ამ საკითხზე და ეს არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან, როდესაც საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ოპოზიციურ ბანაკს, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, არ აქვს თავისი აზრი დაფიქსირებული. ცხადია, ეს ისეთი საკითხია, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული – ან ეთანხმებიან, ან არ ეთანხმებიან. შუაში გასაჩერებელი ადგილი ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციას არ და ვერ ექნება. საზოგადოება ამ ყველაფერს დაინახავს, თუ სად დგას რეალურად ჩვენი საპარლამენტო ოპოზიცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მომავალ კვირაში დაიწყება. საკითხზე მსჯელობის მონაწილეობაზე, ოპოზიცია კვლავ უარს აცხადებს და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას ანტიდემოკრატიულად აფასებს. მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის აღკვეთას, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას ემსახურება.

ასევე იხილეთ