leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამარდაშვილი ევრო 2024-ის პოტენციურ ვარსკვლავებს შორის დაასახელეს

ირლანდიურმა The42-მა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის ექვს პოტენციურ ვარსკვლავზე დაწერა და რჩეულთა შორის საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილიც დაასახელა.

“საქართველოს ნაკრების მთავარ ვარსკვლავად ხვიჩა კვარაცხელია ითვლება, თუმცა, მათ შეუძლიათ 23 წლის გიორგი მამარდაშვილსაც დაეყრდნონ. საქართველო მისთვის პირველ ევროპის ჩემპიონატზე მას მერე მოხვდა, რაც მამარდაშვილმა საბერძნეთთან პლეი ოფში ანასტასიოს ბაკასეტასის პენალტი მოიგერია. ის გამორჩეული იყო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან, ბელგიასთანა და ნიდერლანდებთან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესოა TOP 5 ლიგის ჩემპიონატების მეკარეთა შორის და ისეთი კლუბების ინტერესის სფეროშია, როგორებიც ატელტიკო, ჩელსი და ნიუკასლი არიან. ევო 2024-ის ფინალისტთა შორის საქართველოს ნაკრებს კვალიფიკაციაში ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა, ამდენად, თუკი საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან, ჩეხეთთანა და თურქეთთან ჭიდილში რაიმე წარმატების მიღწევაზე ფიქრობს, გიორგი მამარდაშვილზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული”.

ქართველი მეკარის გარდა, ირლანდიური ვებ-გვერდი გვირჩევს ყურადღებით დავაკვირდეთ ენტონი გორდონს (ინგლისი), არდა გიულერს (თურქეთი), ბენჯამინ სესკოს (სლოვენია), გეორგი სუდაკოვსა (უკრაინა) და ლამინ იამალს (ესპანეთი).

ევრო 2024-ს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანია უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული გუნდი F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია ჰყავს. ქართველი ფეხბურთელები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს ეთამაშებიან, 22 ივნისს ჰამბურგში – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში – პორტუგალიას.

https://www.the42.ie/breakout-stars-euro-2024-6401104-Jun2024/?utm_source=shortlink

ასევე იხილეთ