left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ამ კანონს ვიღებთ იქიდან გამომდინარე, რომ დავიცვათ არასრულწლოვანები ლგბტ პროპაგანდისგან

“თუ იმასაც ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებებს, მაშინ აღიარებენ იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოპოზიცია არა ხალხის სასარგებლოდ, არამედ დასავლური ღირებულებების სასარგებლოდ იქცევა”, –  ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა  გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ამ კანონს ვიღებთ იქიდან გამომდინარე, რომ დავიცვათ არასრულწლოვანები ლგბტ პროპაგანდისგან. ოპოზიციის ნარატივი, რომ თითქოს ეს არის მოგონილი და ხდება წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოსაგებად. თუ იმდენს აზროვნებენ, რომ იციან, რომ ეს ხალხის გულის მოსაგებად არის, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ხალხს ეს სურს. თუ იმასაც ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებებს, მაშინ აღიარებენ იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოპოზიცია არა ხალხის სასარგებლოდ, არამედ დასავლური ღირებულებების სასარგებლოდ იქცევა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მომავალ კვირაში დაიწყება. საკითხზე მსჯელობის მონაწილეობაზე, ოპოზიცია კვლავ უარს აცხადებს და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას ანტიდემოკრატიულად აფასებს. მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის აღკვეთას, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას ემსახურება.

ასევე იხილეთ