left_sabechdi

ბექა ოდიშარია: საქართველოს პარლამენტი არ ითვალისწინებს უშინაარსო ბოიკოტს

“საქართველოს პარლამენტი არ ითვალისწინებს უშინაარსო ბოიკოტს. ის უნდა იყოს განპირობებული რაიმე თემის მიმართ წინააღმდეგობით”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„თუ ისინი (ოპოზიცია) ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, მობრძანდნენ, კეთილი ინებონ და განაცხადონ, მაგრამ მაშინ მიიღებენ ქართველი ხალხის რისხვას და ამას ისინი კარგად აცნობიერებენ. მაგრამ თუ ისინი მიემხრობიან, რაც გულში და გონებაში უდევთ ღრმად, მაშინ მიიღებენ ალიყურს თავიანთი პატრონებისაგან, ისევე როგორც იმ NGO-ებისაგან, რომლებიც მსუყედ იკვებებიან სწორედ ამ პროპაგანდის პედალირებისათვის და მრავალი შეფარული სათაურით ახერხებენ ამას ძალიან წარმატებით“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ