left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას: როცა თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ, ტაშს უკრავდით, ამას დაუფიქრდით!

“სამარცხვინო… სამარცხვინო ტყუილები, რომელიც თქვენგან ისმოდა. რა მოწოდებაზე საუბრობთ, არ გრცხვენიათ? კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია „სირცხვილია“, „jamnews”, თქვენს კოლეგებს, როცა კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ თქვენ ტაშს უკრავდით, ამას დაუფიქრდით!”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიმართა.

„jamnews”-ის ჟურნალისტი დეპუტატებს, საჯაროდ, კეფაში ტყვიით ემუქრებოდა, „სირცხვილიას“ 2 თანამშრომელი, რომლებიც პარლამენტის წვერებს ურეკავდნენ და მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, „გრასის“ თუ „factcheck”-ის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წვერს და შეურაცხყოფას აყენებდა მას, ვერანაირი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისგან გამიჯვნის. რამდენი ხანია ველი, რომ ევროკავშირის შესაბამისი ფონდი ან ქვეყანა, რომელიც ამ ფონდში ფულს რიცხავს, თუ ევროკავშირის კომისია რომელიც თავად აფინანსებს ამ ფონდს, ვერცერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ტერორისა და ძალადობის გამიჯვნისა. როდესაც დავინახავთ, რომ უცხოური დაფინანსების მოქმედი ორგანიზაციები არიან ორგანიზატორები ტერორისა, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფისა, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვამხელთ.

ქალბატონმა თეონამ, რაც იკადრა ტყუილი, მანიპულაცია და დაკავშირება მისგან გასაკვირი არ არის ამას, მიჩვეული ვართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ასევე იხილეთ