left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ სახელმწიფოს შენარჩუნება გვსურს, ის უნდა დავიცვათ

“თუ სახელმწიფოს შენარჩუნება გვსურს, ის უნდა დავიცვათ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება მობილიზაციას, მე აბსოლუტურად ფხიზლად ვუყურებ ამას, რადგან მობილიზაცია ჩვენთან საომარი მდგომარეობის გამო პირველი დღიდანვე გრძელდება. მე ვხედავ, რომ ეს საკითხი საზოგადოებაში უდავოდ არსებობს, ომი პირველი დღე არ მიდის, თუმცა თუ გვინდა შევინარჩუნოთ სახელმწიფო, ჩვენ უნდა დავიცვათ ის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ