left_sabechdi

მეტე ფრედერიკსენი : მე ჯერ კიდევ არ ვარ ჩვეულ ფორმაში, ვმუშაობ და ვასრულებ პრემიერ-მინისტრის საქმიანობას

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ამბობს, რომ თავდასხმის შემდეგ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად გამოჯანმრთელებას ჯერ კიდევ ცდილობს.

„მე ჯერ კიდევ არ ვარ ჩვეულ ფორმაში. ვმუშაობ და ვასრულებ პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, ამის გაკეთება შაბათ-კვირასაც შემეძლო, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვეულებრივ ვაკეთებ. ამაყები ვიყავით იმით, რომ ისეთი ქვეყანა ვიყავით, სადაც პრემიერ-მინისტრი სამსახურში ველოსიპედით მიდიოდა, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა, ქუჩის ინციდენტმა რაღაცები შეცვალა“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრს რამდენიმე დღის წინ თავს კოპენჰაგენში დაესხნენ. თავდამსხმელი 39 წლის პოლონელი მამაკაცია. როგორც ცნობილია, ის თავდასხმის დროს ნარკოტიკული თრობის ზემოქმედების ქვეშ იყო. დანიის პრემიერის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში იყო მუქარები, ძალიან მკაცრი ტონი სოციალურ მედიაში, რაც გაუარესდა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის შემდეგ.

ასევე იხილეთ