“ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო პროგრესირებდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით. საქართველო მყარად და მტკიცედ ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.
მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ინტერესია ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობები ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები მოკლე ხანში ნორმალიზდება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარებას“, – განუცხადა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს.