top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: მაშ ასე, – თქვენს წინაშეა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ძვირფასო მეგობრებო!

რამდენიმე კვირის წინ, “საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის” რიგგარეშე, მე-18 ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ახლა უკვე საჯარო რეესტრში გატარებული და ოფიციალურად დამტკიცებული ახალი სახელწოდებით, ახალი წესდებით, ახალი ლოგოთი და ახალი ემბლემით, განახლებული გამგეობითა და განახლებული პრეზიდიუმით, წარმოგიდგენთ – “საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია” ახალი გამოწვევებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში იწყებს ახალ სიცოცხლეს!

21 წლის შემდეგ “საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი” სახეცვლილი და სახელცვლილი წარსდგა თქვენს წინაშე.

მადლობა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თითოეულ წევრს, გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრებს, ყრილობის დელეგატებსა და რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებს, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს ერთსულოვნებისათვის და განვლილი ერთი წლის განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის!

უახლოეს პერიოდში ყველა ძველ წევრს აღუდგება წევრობის უფლებამოსილება, განახლდება ფედერაციის წევრთა სიაც და გაცხადდება ფედერაციაში მიღების წესებიც…

ჩემთვის, როგორც საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარისთვის, პასუხისმგებლობაცაა და უდიდესი პატივიც, ვიწოდებოდე თქვენს უმცროს მეგობრად, კოლეგად და თქვენისთანა ღვაწლმოსილი ჟურნალისტების ერთობისა და ერთიანი გუნდის თავმჯდომარედ!

მეიმედებით პროფესიული ღირსების გადარჩენისთვის დაწყებული ბრძოლის ავანგარდში!

გმადლობთ ასეთი ერთობისათვის!

მაშ ასე, – თქვენს წინაშეა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია!

P.S. მომიტევეთ, ძალიან ბევრ კოლეგასა და მეგობარს ვერ ვნიშნავ… შესაძლოა, ვინმე გამომრჩა კიდეც და იმედია, არ მიწყენთ…

 

ასევე იხილეთ