left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება არის დასაგმობი და აღსაკვეთი

“სოციალურ ქსელებში და ტელევიზიაში ფართოდ ხდება იმის პროპაგანდირება, რომ ვიღაცას კეფაში ტყვია უნდა ესროლო, ცოცხლად გაატყავო, მერე როდესაც წაიკითხავთ „ფეისბუქ პოსტებს“ როგორი სიძულვილით, სატანისტური სულისკვეთებით ემუქრებიან ადამიანები ერთმანეთს, ეს ბუნებრივად ბადებს ძალადობის ჯაჭვს”,  – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, რა სახე მიიღო ბულინგის კამპანიამ და რა კომენტარს გააკეთებდა იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დაადანაშაულა ოპოზიციამ დღეს ძალადობის წახალისებაში.

„ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება არის დასაგმობი და აღსაკვეთი. ხდება ძალადობის ერთი მხრიდან გამართლება და ისე იფუთება, თითქოს ამის ღირსია, რადგან მოღალატე და მონაა. სოციალურ ქსელებში და ტელევიზიაში ფართოდ ხდება იმის პროპაგანდირება, რომ ვიღაცას უნდა კეფაში ტყვია ესროლო, ცოცხლად გაატყავო, მერე როდესაც წაიკითხავთ „ფეისბუქ პოსტებს“ როგორი სიძულვილით, სატანისტური სულისკვეთებით ემუქრებიან ადამიანები ერთმანეთს, ეს ბუნებრივად ბადებს ძალადობის ჯაჭვს. ამას თუ ყველა მხრიდან არ დაუპირისპირდა საზოგადოება, საბოლოო ჯამში ეს ძალადობის ჯაჭვი საზოგადოებას შეჭამს. ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობას და პარლამენტის თავმჯდომარემ სწორედ ეს განცხადება გააკეთა. მან მაგალითად მოიყვანა კონკრეტული ფაქტები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ღიად აფიქსირებდნენ ძალადობისკენ მოწოდებებს. [პაპუაშვილმა] დონორ ორგანიზაციებს მოუწოდა დაეფიქსირებინათ პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ