თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე: უფალმა დალოცოს ეს ქველმოქმედზე მეტი ადამიანი! ეს უნიკალური ხელნაწერი დიდი მადლის მატარებელია და მიეთვლება სხვა უდიდეს საგანძურთა სიას
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„უფალმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, ეს ქველმოქმედზე მეტი ადამიანი! ეს უნიკალური ხელნაწერი დიდი მადლის მატარებელია და მიეთვლება სხვა უდიდეს საგანძურთა სიას“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენას.
„ლონდონის „კრისტის“ აუქციონზე დღეს, 11 ივნისს, წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1000000 – 1500000 გირვანქა სტერლინგი იყო.
„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს ეს უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ის მას ეროვნულ მუზეუმს გადასცემს!
ეს საგანძური ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში V-XIII საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.
უფალმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, ეს ქველმოქმედზე მეტი ადამიანი!
ეს უნიკალური ხელნაწერი დიდი მადლის მატარებელია და მიეთვლება სხვა უდიდეს საგანძურთა სიას“, – წერს მეგრელიშვილი.