top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: მადლობა ბიძინა ივანიშვილს საუკუნოვანი საჩუქრისთვის!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მოხდა ის, რასაც თითოეული ჩვენგანი ველოდით! დიახ, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა იოანე-ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი, რომელიც საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცა!

და რა წიგნია ეს?

წიგნის პალიმფსესტური ფურცლები ინახავს ტექსტებს ქრისტიანულ-პალესტინურ, არამეულ და ქართულ ენებზე. პირველადი ტექსტი V-VII საუკუნის ბოლოა, ხოლო იოანე-ზოსიმეს მიერ პირადად დაწერილი ზედა ტექსტი ზუსტად 979 წლით თარიღდება.

ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა და რომელიც შედგენილია წმინდა მიწაზე დაფუძნებული ცოცხალი ტრადიციის ფარგლებში.

ცხადია, ეს არის ერთ-ერთი უნიკალური და უძველესი განძი საქათველოს ისტორიისა! და სწორედ ეს განძი აჩუქა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს!

🔸
დიახ, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა იოანე-ზოსიმეს უნიკალური და უძველესი ხელნაწერი ქვეყნისთვის საჩუქრად, ისევე, როგორც სწორედ ბიძინა ივანიშვილმა სამშობლოში გაწეული ქველმოქმედებისთვის ათ მილიარდზე მეტი დახარჯა დღემდე!

🔸
აბა, რატომ დუმხართ ჩასაფრებულო სვავებო?
სააკაშვილის მიერ გადაყრილი ფინანსები გაგახსენდათ დოქტორ დოტისთვის და სათქმელს ვერ მოაბით თავი?
კეზერაშვილის მიერ გაძარცვული ქართული ჯარი გაგახსენდათ და შეგრცხვათ?
მამუკა ხაზარაძის მევახშეობით გაუბედურებული ოჯახები დაგიდგათ თვალწინ და ნამუსმა შეგაწუხათ?
მეტი არაა ჩემი მტერი…

🔸
აგერ, საღამოს პირს, ე.წ. „ტვპირველზე“, დიანა ტრაპაიძეს ნიკა გვარამია ჰყავდა სტუმრად, როდესაც ტრაპაიძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გვარამიას ღიმილი მოჰყვა და მეტი არაფერი.
კი, მხოლოდ ღიმილი, იქედნური ჩაცინება და არანაირი მადლობა, არანაირი ემოცია და აღფრთოვანება არ გამოუხატავს…
მხოლოდ ინფორმაციის დონეზე გაჟღერდა ამბავი. აბა, ქართულ ღვინოში ჩაფსმაზე მიმდგარიყო საქმე, თუ შეიკავებდა გვარამია თავს?!

ესაა თქვენი სახე, ბატონებო და ქალბატონებო!
ესაა თქვენი პოზა – ჩასაფრებული და ბოღმიანი…

🔸
არადა, დღის და კვირის ამბავი კი არ მოხდა, – საუკუნეებს რომ გაჰყვება, ის გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის შეძენით და ეროვნული მუზეუმისთვის ჩუქებით!

🔸
დიახ, საუკუნეებს გაჰყვება და საბედნიეროდ, საქართველოში არ არიან ბევრნი გვარამიები, ხაზარაძეები, გირჩები, ბოკუჩავები და მისტერ კეზერაშვილები, რომლებიც იქედნური ღიმილით დასცინებენ ქველმოქმედებას და სამშობლოს საკეთილდღეოდ გადადგმულ ნაბიჯებს.

🔸
ნებისმიერ არჩევნებს რომ გადაფარავს და ნებისმიერი ევროპარლამენტარის შურით და ანგარებით გაჟღენთილ განცხადებას რომ გადაფარავს, ის მოხდა დღეს!

🔸
ვულოცავ სრულიად საქართველოს, ღირსეულ საქართველოს და იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის მნიშვნელობის მცოდნე საქართველოს ამ დიდებულ ამბავს, თორემ გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია რომ ვერასდროს ვერ მიხვდებიან ამ აუქციონზე გამოსყიდული უნიკალური ხელნაწერის ფასს, ისედაც ვიცით და შევეგუეთ უკვე, კაი ხანია…

🔸
და რაც მთავარია, მადლიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ და უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრათ კაცს, რომელმაც ის ნაბიჯი გადადგა, რომლის მსგავსითაც, აგერ უკვე, მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ანებივრებს საქართველოს და ქართული კულტურის თითოეულ მოამაგეს!

მადლობა ბიძინა ივანიშვილს საუკუნოვანი საჩუქრისთვის!”

ასევე იხილეთ