კრიშტიანო რონალდო მორიგი მსოფლიო რეკორდის ავტორი გახდა.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის გამოთვლებით, ირლანდიასთან ამხანაგური მატჩი პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის 1226-ე გახდა ტოპ-დონეზე. ამის წყალობით ლეგენდარულმა ფორვარდმა გაუსწრო ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მეკარეს როჟერიო სენის.
კრისტიანო რონალდომ 698 მატჩი ჩაატარა პორტუგალიის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და საუდის არაბეთის ჩემპიონატებში, 101 მატჩი – ამ ქვეყნების სათასო ტურნირებზე. ასევე პორტუგალიელის ანგარიშზეა 220 მატჩი საერთაშორისო საკლუბო ტურნირებზე, რასაც ემატება 207 მატჩი პორტუგალიის ნაკრებში.