leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა.

შეხვედრაზე რატი იონათამიშვილმა სარა მინკარანას საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ პროგრესი და გამოწვევები გააცნო. მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ორმხრივი ვიზიტების შესაძლებლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მე-17 ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 11-13 ივნისს გაერო-ს ნოუ-იორკის ოფისში იმართება.

ასევე იხილეთ