leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს

ესპანეთში, ბარსელონაში მიმდინარე გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 121-ე სხდომას საქართველოს დელეგაცია ესწრება. სხდომაზე წარმოდგენილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული. ღონისძიებას ესწრებიან გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საბჭოს სხდომის ფარგლებში ტარდება თემატური სადისკუსიო პანელები, სადაც ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობა განიხილება.

ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსიები და პრეზენტაციები ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდების, აღდგენის, ზრდის დინამიკის, პროდუქტების განვითარებასა და სხვა საკითხების შესახებ.

ასევე იხილეთ