ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის სახელითაც კი არ შეუძლიათ გაუხარდეთ ის ქველმოქმედება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს
“ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის სახელითაც კი არ შეუძლიათ გაუხარდეთ ის კარგი ფაქტები, რომელიც ხდება და ის ქველმოქმედება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. ისინი დაბრმავებულები არიან საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციის შესახებ განაცხადა.
„სოციალურ ქსელებში სხვა კამპანია იყო აგორებული, მათ შორის ჩემს შემთხვევაშიც. ისინი აკრიტიკებდნენ ამ ხელნაწერის შექმნის საუკუნეებს და დროს, იმისა მიუხედავად, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თავად აუქციონს ჰქონდა დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებული. ერთი დასკვნა შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის სახელითაც კი არ შეუძლიათ გაუხარდეთ ის კარგი ფაქტები, რომელიც ხდება და ის ქველმოქმედება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. ისინი დაბრმავებულები არიან საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით“, – აღნიშნა წილოსანმა.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს სინას მთის კოლექციიდან. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.