leaderboard_below_slide
left_sabechdi

კრიშტიანუ რონალდუ: ნაკრებში თამაში ჩემი სიყვარულია

პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2024-მდე ბოლო ამხანაგური მატჩი ირლანდიასთან ჩაატარა, რომელიც 3:0 დაამარცხა.

კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა, ეს მისთვის 129-ე და 130-ე გოლები იყო ეროვნულ ნაკრებში! კრიშტიანუმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„არ ვიცი, ჩემი პირველი გოლი იყო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა კარგად ითამაშა. მნიშვნელოვანი იყო მოგება და არა ის, გოლს ვინ გაიტანდა. რაც შეეხება ხორვატიასთან წაგებას, წარმატების მიღწევა მხოლოდ კრიტიკითაა შესაძლებელი. პორტუგალიელები პორტუგალიის ნაკრებისგან ბევრს მოელიან, ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ, თაობის და ნიჭის გამო, რომელიც ამ გუნდშია. დამარცხება ყოველთვის ცუდია, თუმცა სწორედ აქედან მოდის კარგი და რაღაცას სწავლობ. ჩვენ უნდა გვქონდეს ფეხები მიწაზე და ევროპის ჩემპიონატზე ასე უნდა ვიფიქროთ. ნაკრებში თამაში ჩემი სიყვარულია, ჩემი გატაცებაა, ნებისმიერ მატჩში. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებულია, ჩემთვის მეექვსეა, რაც რეკორდია, მაგრამ ისეთივე ამაყი ვარ, როგორც 2004 წელს პირველ თამაშში ვიყავი. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიოცნებოთ გამარჯვებაზე, ამ გუნდში ნიჭი არსებობს, მაგრამ ბევრი მუშაობაა საჭირო, რადგან თუ არ შრომობ, მხოლოდ ნიჭით შედეგი არ მოდის”, – თქვა რონალდუმ.

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.

ასევე იხილეთ