ირაკლი ქადაგიშვილი: ძალადობა არის იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო
“ძალადობა არის იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო და ახლა ფიქრობენ, რომ ლამაზი სიტყვა „შეიმინგით“ შეიძლება პროცესის დაბალ ცეცხლზე შემოდგმა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობა, ბულინგი არის დასაგმობი და ის არ შედის ჩვენი საზოგადოების ინტერესში.
“ძალადობა ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო და ახლა ფიქრობენ, რომ ლამაზი სიტყვა “შეიმინგით” შეიძლება პროცესის დაბალ ცეცხლზე შემოდგმა. ძალადობა არის დასაგმობი, ბულინგი არის დასაგმობი და ის არ შედის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.