leaderboard_below_slide
left_sabechdi

გერმანიის ნაკრებს ევრო 2024-ის წინ ალექსანდარ პავლოვიჩი გამოაკლდა

გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2024-ის დაწყებამდე მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ალექსანდარ პავლოვიჩი გამოაკლდა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს ტონზილიტი აქვს და მკურნალობისთვის გარკვეული დრო სჭირდება. მის ნაცვლად იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი გამოიძახა.

„ბუნდესნაკრები“ საშინაო ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 14 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მათთან ერთად A ჯგუფში შვეიცარია და უნგრეთი ითამაშებენ.

გერმანიაში კონტინენტის პირველობა ფეხბურთში 14 ივლისს დასრულდება.

ასევე იხილეთ