leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

პარლამენტის თავმჯდომარე მეხანძრე-მაშველებს დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სამშობლოს მიმართ პატივისცემას იმსახურებს მათი სიმამაცე, თავდადება და ერთგულება.

,,თითოეულ მეხანძრე-მაშველს გილოცავთ პროფესიულ დღეს! პატივს ვცემთ თქვენს სიმამაცეს, თავდადებას და ერთგულებას სამშობლოს მიმართ. გმადლობთ დაუღალავი შრომისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ