„ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რომ იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი შეიძინა საკუთარი სახსრებით, მისი არც პირველი და არც ბოლო ისტორიული ქველმოქმედებაა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის! ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში არ იყო, მისი ოჯახის ძალისხმევით ასობით ეკლესია, ტაძარი აშენდა, რესტავრირდა უძველესი ციხე-სიმაგრეები, მსოფლიოს უძვირეს აუქციონებზე შეიძინა და შემდგომში ეროვნულ მუზეუმს გადასცა უამრავი განძეული, რომელიც სხვადასხვა დროს იყო გატანილი საქართველოდან! უძველესი ხატები, ნახატები დაუბრუნა ერისკაცმა საქართველოს, ჩვენ, ჩვენ მომავალ თაობებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაშინ ჯერ პოლიტიკაში არ იყო! არც არასდროს გაუჩერებია ქველმოქმედება და არც აპირებს, მისთვის საქართველო და ქართველი ერი მნიშვნელოვანია! ქვეყანა დღეს ომში რომ არ არის, მისი დამსახურებაა, მშვიდობის გარანტია! გამჭვირვალობის და გარყვნილობის პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღებაც სწორედ იმას ემსახურება, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული სულისკვეთება, დავიცვათ ეკლესია და მომავალი თაობები! ვიღაცები ცდილობენ, საზოგადოებაში გაავრცელონ ცრუ ნარატივი, თითქოს ახლა დაიწყო ერისკაცმა ჩვენი რელიგიის, ღირსების დაცვა და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და სამშობლოში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ეს ტყუილი ჩანასახშივე გაქარწყლებულია! ჯერ აჯობეთ და მერე თქვით რამე ბიძინა ივანიშვილზე”, – წერს დიმიტრი სამხარაძე.