თავდაცვის ძალების მეთაურმა ოპერატიულ პარტნიორებთან NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზებით, თავდაცვის ძალების მეთაურების მონაწილეობით ოპერატიულ პარტნიორებთან NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა დისტანციურ ფორმატში გაიმართა. სხდომას NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა.
მონაწილეებმა ალიანსის ძირითადი ამოცანების ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და NATO-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.