leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრების ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ქალაქ ვილნიუსში საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში წევრად მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა წარადგინა.

„ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში ქვეყნის გაწევრება სანოტარო სფეროში გატარებული რეფორმების შედეგია და საქართველოს მორიგ საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის საუკეთესო სანოტარო პრაქტიკის გაზიარებას. ამასთან, საბჭოში გაწევრების შედეგად საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს მუშაობაში“, – აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.

ევროკავშირის  ნოტარიუსთა საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიღების ცერემონია ვილნიუსში  ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის იუსტიციის მინისტრი  ეველინა დობროვოლსკა, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს პრეზიდენტი მარიუს სტრაკაიტისი და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი ლიონელ გალიესი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, ასევე, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი, მოადგილე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები ეთერ გზირიშვილი და რომან კოსტანიანი, ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თეონა წინწალაშვილი.

 

ასევე იხილეთ