leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია ცაგარეიშვილი: ნებისმიერი სპეკულაცია ბიძინა ივანიშვილის თანამდებობის შეცვლაზე არის შემოგდებული, იმ გაუგონარი ქველმოქმედების გადასაფარად, რაც მან გუშინ განახორციელა

“ნებისმიერი სპეკულაცია ბიძინა ივანიშვილის თანამდებობის შეცვლაზე არის შემოგდებული, იმ გაუგონარი ქველმოქმედების გადასაფარად შემოგდებული, რაც მან გუშინ განახორციელა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილს ახლა უკავია პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა და დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ იგი არ აპირებს რაიმე სხვა თანამდებობის დაკავებას საქართველოში. ამიტომ ნებისმიერი ამგვარი სპეკულაცია და ინსინუაცია არის თემების გადასაფარად შემოტანილ-შემოგდებული“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მიერ აუქციონზე შეძენილ იოანე ზოსიმეს ხელნაწერზეც, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა ქილიკი დაიწყეს.

„ყველაფერს იგონებენ იმ გაუგონარი ქველმოქმედების გადასაფარად, რაც მან გუშინ განახორციელა და ასე გააქილიკეს ადამიანებმა, მათ შორის, ერთმა ჩემმა კოლეგამ პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ ბატონი ივანიშვილი ამ უნიკალური ხელნაწერის ავტორს შეუთანხმდაო, გააყიდვინა აუქციონზე და თვითონვე იყიდაო. რა ვიცი, ბოდვითი კონსპირაცია თუ გაგონილა სადმე, ესაა. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც კუპონს ბეჭდავდა და მერე ამ კუპონს თვითონვე აუფასურებდა და ანგრევდა ქვეყანას. ეს ფალსიფიკატორი ადამიანი სხვას აბრალებს ფალსიფიკაციას.

უნდათ, რომ ეს რაღაც წარმოუდგენელი ბოდვითი თეორიებითა და კონსპირაციებით, ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ აქ რაღაც უხილავი ხელი ტრიალებდა. თუ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, რომ დაუკავშირდეს სადღაც კოლექციონერს, მას გააყიდვინოს უნიკალური ხელნაწერი, გამოატანინოს აუქციონზე, თვითონვე იყიდოს, ერთი მხრივ შეიძლება ვიღაცის ყურს ესალბუნებოდეს და მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი კონსპირაცია, რომელსაც არავინ დაიჯერებს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ასევე იხილეთ