left_sabechdi

ბორელი: შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის სამიტი უკრაინაში სამართლიანი, მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის სამიტი უკრაინაში სამართლიანი, მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

„შვეიცარიის მიერ ორგანიზებული მშვიდობის სამიტი მსოფლიოს ყველა კუთხიდან 100-მდე ქვეყანას მოუყრის თავს, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა დაიწყოს პროცესი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ამ ძალისხმევას. არავის სურს მშვიდობა უკრაინელ ხალხზე მეტად, მაგრამ გრძელვადიანი მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაფუძნებულია გაეროს წესდების ძირითად პრინციპებზე“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ასევე იხილეთ