leaderboard_below_slide
left_sabechdi

გრიგოლ ლილუაშვილი: გამჭვირვალობის საკითხის პოლიტიზებამ შექმნა ერთგვარი „ბაბლი“, თითქოს ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში, სინამდვილეში, დავიძინებთ და გავიღვიძებთ საქართველოში

„იმდენად მოხდა ამ საკითხის, გამჭვირვალობის კანონის მიღება-არმიღების პოლიტიზება, იმდენად ბევრი აქტორი იყო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩართული, რომ შექმნა ერთგვარი „ბაბლი“, თითქოს ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში – დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, წარმოუდგენელია, გამჭვირვალობის კანონმა როგორ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი.

„შეგიძლიათ, მითხრათ, როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს? დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი? დეკემბერში ხომ ყველამ აღიარა, ისე ხომ სტატუსს ვერ მისცემდნენ, საქართველო იმსახურებდა, ღირსეულად იმსახურებდა, ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება და მოგვანიჭეს. რა შეიცვალა, გამჭვირვალობამ შეცვალა? გამჭვირვალობის ექვსგვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება, შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ეს ხომ ნონსენსია. იმდენად პოლიტიზება მოხდა ამ საკითხის, ამ კანონის მიღება-არმიღების, იმდენად ბევრი აქტორი იყო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩართული, ამ პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტები, რომ ერთგვარი „ბაბლი“ შექმნა იმისა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში – დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ასევე იხილეთ