ეკა სეფაშვილი: ოპოზიციური არხების ეს ტაქტიკა – არ გააშუქონ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისათვის
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციური არხების მიერ ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის არ გაშუქებას აფასებს.
დეპუტატის თქმით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის პრემიერ- მინისტრის ვიზიტი.
სეფაშვილი აღნიშნავს იმასაც, პრემიერის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა ქვეყნის პოზიციონირებასა და საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებას ემსახურება.
დეპუტატი ამბობს, რომ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე პრემიერმა საქართველოს მხრიდან უკრაინის დახმარებაზე ისაუბრა, რაც ოპოზიციური არხების გავრცელებული დეზინფორმაციის მხილებაა.
„ოპოზიციური არხების ეს ტაქტიკა – არ გააშუქონ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისათვის და ჩვენი დახმარება უკრაინისათვის გრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო. ასეთი პოზიტიური ნარატივი ოპოზიციურ არხებს არ აწყობთ, რადგან ისინი როგორც წესი, დეზინფორმაციის ან მავნებლობის გავრცელებით არიან დაკავებული, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას,“ – აღნიშნა სეფაშვილმა.