leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან კობიაშვილი: მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ

„ყველა მოთამაშე წესრიგშია, არის პატარ-პატარა ტრავმები, თუმცა, ისეთი სერიოზული არა”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არიან იმისთვის, რომ ქვეყანა ასახელონ.

„გვიხარია, რომ ვიმყოფებით აქ. ძალიან დიდი ბედნიერებაა და პატივია, რა თქმა უნდა, როდესაც ფეხბურთის ეროვნული ნაკრები წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას.

ყველა მოთამაშე წესრიგშია, არის პატარ-პატარა ტრავმები, თუმცა, ისეთი სერიოზული არა. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ“, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.

ასევე იხილეთ