leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლიონელ მესი: „ინტერ მაიამი“ ჩემი უკანასკნელი კლუბი იქნება

არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ 36 წლის თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ამერიკული გუნდი მის საკლუბო კარიერაში უკანასკნელი იქნება.

„დიახ, „ინტერ მაიამი“ იქნება ბოლო კლუბი, რომელშიც ვითამაშებ. მე მიყვარს ფეხბურთი და რაც უფრო ცოტა დრო რჩება საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე, მით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ თითოეულ მატჩში თამაშით“, – თქვა თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდამ.

შეგახსენებთ, რომ მესი ამერიკულ კლუბს 2023 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში არგენტინელმა თავდამსხმელმა „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ასევე იხილეთ