left_sabechdi

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება NATO-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულო უნდა გახდეს

„უკრაინისთვის იარაღის მიწოდება NATOს ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულო უნდა გახდეს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ დავინახეთ, რომ აშშ-მა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის ირგვლივ შეთანხმების მისაღწევად 6 თვე დაკარგა. ასევე ვხედავთ, რომ მოკავშირეებიც მიერ გაცემული ზოგიერთი დაპირება არ სრულდება. თუ ეს იქნება არა ნებაყოფლობით, არამედ ვალდებულების სახით, იარაღის მიწოდება უფრო სანდო და მასშტაბური გახდება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, იარაღის მიწოდებას კოორდინირებას გაუწევენ სტრუქტურები, რომელთა სათავეშიც ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაური კრისტოფერ კავოლი იდგება.

ასევე იხილეთ