left_sabechdi

ზურიკო დავითაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენს მაქსიმუმს

„ეჭვი არ მეპარება – თუნდაც, გერმანიაში თავს ვიგრძნობთ როგორც საკუთარ არენაზე, საკუთარ სამშობლოში”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გულშემატკივრებს ჰპირდებიან, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ.

„ეჭვი არ მეპარება, რომ თუნდაც, გერმანიაში თავს ვიგრძნობთ როგორც საკუთარ არენაზე, საკუთარ სამშობლოში.

ვხედავთ ყველას, ვნახულობთ, ვკითხულობთ რამდენი ხალხია ჩამოსული, რამდენი ხალხი მოდის, რამხელა მხარდაჭერა გვაქვს და ვპირდებით მათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენს მაქსიმუმს“, – აღნიშნა ზურიკო დავითაშვილმა.

ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.

ასევე იხილეთ